მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა

ჰორმუზის სრუტე

ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა. ირანული მედიის ცნობით, ეს პასუხია აშშ-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე.

პარლამენტის კონსენსუსის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიიღებს.

სპარსეთის ყურის შესართავთან მდებარე ჰორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული კვანძია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის.

ცნობისთვის, აშშ-მა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები