მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის პრეზიდენტი საუდის არაბეთში მიიწვიეს

64183783641b1
მარიამ ვარადაშვილი
20.03.23 14:44
666
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში მიიწვიეს.

ეს ინფორმაცია ირანულმა მხარემ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორმა ქვეყანამ ჩინეთის შუამავლობით, რამდენიმე დღის წინ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ განაცხადა.

ახლო აღმოსავლეთის ამ ორ ქვეყანას შორის წლებია კონფლიქტი მიმდინარეობს, თუმცა უახლოესი მომავალში თეირანსა და ერ-რიადში ირანისა და საუდის არაბეთის საელჩოების გაიხსნა იგეგმება. ირანის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა მიწვევა უშუალოდ მეფისგან სალმანისგან მიიღო. მიწვევაზე ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საუდის არაბეთს ჯერ არ დაუდასტურებია. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოჰამად ჯამშიდიმ "ტვიტერზე" დაწერა, რომ “ირანის პრეზიდენტი მიესალმა მიწვევას და ხაზი გაუსვა მათი მხრიდან თანამშრომლობის გაფართოების მზაობას”.

ამას გარდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები