მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში მოსაკრებლის დაწესების გეგმა შეიმუშავეს

ჰორმუზი

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის გადასახადის დაწესების გეგმა შეიმუშავეს.

არსებული ინფორმაციით, ომანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს შესაბამისი ოფიციალური წინადადება უკვე გაუგზავნეს.

ახალი ინიციატივა მიზნად საზღვაო მარშრუტის მონეტიზაციასა და ტრანზიტის ახალი წესების ისე დადგენას ისახავს, რომ მას ოფიციალური ვაშინგტონიც დათანხმდეს.

განმარტებისთვის, ომანი, როგორც რელიგიურად ნეიტრალური და, ამავდროულად, ჰორმუზის სრუტეზე გასავლის მქონე, აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა თეირანის მხრიდან ოფიციალურადაა გაცხადებული, როგორც ერთადერთი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც ირანი მსგავს ერთობლივ პროექტს განიხილავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ნაბიჯით თეირანი გადასახადის ისე დაწესებას ცდილობს, რომ ამან კონფლიქტი არ გაამწვავოს, თუმცა თუ შტატები ომანს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აუკრძალავს, ირანი დამოუკიდებლად იმოქმედებს.

რაც შეეხება ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო საზღვაო მარშრუტის მონეტიზაციას არ დაუშვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები