მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა ჰორმუზის სრუტის ერთობლივად მართვაზე ომანს უარი უთხრა

არაღჩი

ირანმა ომანის მიერ შეთავაზებული ჰორმუზის სრუტის რეგიონულ სახელმწიფოებთან ერთად მართვის ინიციატივა უარყო. როგორც ირკვევა, თეირანი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ გეგმას წარმატების შანსი არ აქვს, რადგან სრუტის მართვის უფლებამოსილება მხოლოდ ირანსა და ომანს შეიძლება ჰქონდეთ, სხვა არაბული სახელმწიფოების ჩართვა კი უკანონო იქნება.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ირანულ მხარეს არც ისეთი სცენარი აკმაყოფილებს, რომელიც ომანთან ერთად ჰორმუზის სრუტის თანაბარი პირობებით კონტროლს მოიცავს, რადგან ეს მათ ინტერესში არ შედის. როგორც ირკვევა, ოფიციალური თეირანი მოითხოვს, რომ სრუტეში შემავალი მთლიანი მარშრუტი და გამავალი გზის ნაწილი ირანის სრულ კონტროლქვეშ მოექცეს, რაც ომანისთვის მიუღებელია.

ცნობისთვის, ომანის გეგმა ჰორმუზის სრუტის რეგიონულ მართვასა და გემებისგან ნებაყოფლობითი მოსაკრებლის აკრეფას ითვალისწინებდა. მიღებული სახსრები ნავიგაციის, გარემოს დაცვისა და სამაშველო ოპერაციების დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. ოფიციალური მუსკატის ეს წინადადება ეფუძნებოდა მალაკის სრუტის მოდელს, სადაც ინდონეზია, მალაიზია და სინგაპური გადამზიდველებისგან ნებაყოფლობით შენატანებს იღებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ომანის გეგმას სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები მხარს უჭერდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები