ბაჰრეინის ეროვნული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით, ბაჰრეინში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბაჰრეინის Bapco Energies-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტს გაუჩნდა, თუმცა ხანძარი ლოკალიზებულია.
ბაჰრეინის ეროვნული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




























