საუდის არაბეთში, რას-ტანურას ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას დრონით დაარტყეს, რის გამოც ობიექტმა მუშაობა უსაფრთხოების მიზნით შეაჩერა.
გავრცელებული ცნობებით, იერიში ირანმა მიიტანა, რაც რეგიონული ესკალაციის ფარგლებში საუდის არაბეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა.
ცნობისთვის, რას-ტანურა, რომელიც ქალაქ ალ-კატიფის აღმოსავლეთით, კუნძულზე მდებარეობს, მსოფლიოში ნავთობის გადამუშავებისა და ექსპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია. ის კომპანია Saudi Aramco-ს ყველაზე დიდი ქარხანაა და მისი წარმადობა დღეში დაახლოებით 550 000 ბარელს შეადგენს.
იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯერ კიდევ ორი დღის გამოაცხადა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში უპასუხოს ირანიდან მომდინარე საფრთხეებს, არსებობს ალბათობა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულ, ფინანსურად უმნიშვნელოვანეს ობიექტზე დარტყმა საპასუხო დარტყმებს და არაბული ქვეყნის ომში ჩართვას გამოიწვევს.




























