მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანს სიკვდილი, ცეცხლი და რისხვა მოელის, თუ ჰორმუზის სრუტეს სრულად ჩაკეტავს" - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანს ბევრად უფრო ძლიერად დაარტყამს, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადების მიწოდებას სრულად შეაჩერებს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მუქარას წინ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადება უძღოდა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, რეგიონიდან „არცერთი ლიტრი ნავთობის“ ექსპორტს არ დაუშვებენ. ტრამპმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ნავთობის მიწოდებას შეაფერხებს, გამოიწვევს საპასუხო დარტყმას, რომელიც „ოცჯერ უფრო ძლიერი“ იქნება, ვიდრე აქამდე განხორციელებული იერიშები.

„თუ ირანი გადადგამს რაიმე ნაბიჯს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მოძრაობას შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები მათ ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე. გარდა ამისა, ჩვენ გავანადგურებთ ადვილად გასანადგურებელ სამიზნეებს, რაც ირანის, როგორც ერის, ხელახლა განვითარებას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის. მათ თავს დაატყდებათ სიკვდილი, ცეცხლი და რისხვა - თუმცა იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს არ მოხდება!“ - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები