მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანში ინფლაცია 40%-მდე გაიზარდა

ირანი

ირანის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ოფიციალურმა ინფლაციამ 40% შეადგინა.

ექსპერტების შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემები არ აღწერს რეალურ სურათს, რადგან ქვეყანაში ფასების ზრდის ტენდენცია გაცილებით უფრო მაღალ ინფლაციაზე მიუთითებს.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ მონაცემებს, მსოფლიოს ბანკის პროგნოზით, წელს ირანის ეკონომიკა 3.8%-ით გაიზრდება და მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 402 მილიარდ დოლარს მიაღწევს. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაძვირებასთან იქნება დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ირანის მთავარ სარეალიზაციო საქონელს ენერგორესურსები წარმოადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონე 9%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ქვეყანაში უმუშევრობის დონე თითქმის ორჯერ უფრო მაღალია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები