ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უახლოეს 50 დღეში უნდა ჩატარებულიყო.
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პოტენციურ მემკვიდრედ აღიქმებოდა, დაიღუპა. გუშინ ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელშიც რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, გვიან ღამით იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში იყვნენ : ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.
რაისის გარდაცვალება მოგვიანებით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურმა და სახელმწიფო ტელევიზიით.
სახელმწიფო ტელევიზია ასევე აცხადებს, რომ ადგილიდან მიღებული გამოსახულებით ჩანს, რომ თვითმფრინავი მთის მწვერვალს შეეჯახა, თუმცა ავარიის მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ვინ იყო ირანის პრეზიდენტი და როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში ეკონომიკურად?