მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანული დრონების თავდასხმის გამო, დუბაის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

დუბაი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალების სიახლოვეს ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, აეროპორტმა ოპერირება დროებით შეაჩერა.

"მგზავრების, აეროპორტის პერსონალისა და ავიაკომპანიების ეკიპაჟების უსაფრთხოების მიზნით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში (DXB) მუშაობა დროებით შეჩერებულია", - ნათქვამია დუბაის აეროპორტის მედია ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმხილველთა ცნობით, ძლიერი აფეთქების ხმის შემდეგ აეროპორტის თავზე შავი კვამლი შენიშნეს.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის აეროპორტში დაწყებულია ფრენების ეტაპობრივი აღდგენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები