მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანული Pars Air-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

63033817b36fe
BM.GE
22.08.22 12:06
1098
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში დაუდასტურეს, ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი ბათუმის მიმართულებით 28 აგვისტოდან იწყებს ფრენებს.

TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ Pars Air-ი ბათუმი-რეშტი-ბათუმის საჰაერო ხაზზე პირდაპირ რეისებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. რეისები 25 სექტემბრამდე შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, ყოველ კვირა დღეს CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები