მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიის ხელისუფლებამ LinkedIn-ი €310 მილიონით დააჯარიმა

LinkedIn

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის “მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის” (GDPR) აღსრულებაზე არის პასუხისმგებელი, Microsoft-ის საკუთრებაში არსებული სოციალური ქსელი, LinkedIn-ი €310 მილიონით დააჯარიმა. როგორც ბრალდებაში ვკითხულობთ, ტარგეტირებული სარეკლამო კამპანიების შექმნის მიზნით მომხმარებლების პირადი მონაცემების დამუშავების ნებართვა LinkedIn-მა არასათანადო სტანდარტით მოიპოვა, რითაც GDPR-ის პრინციპები დაარღვია.

ირლანდია, როგორც იცით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, რომელიც ბლოკის ქვეყნებს შორის რბილი საგადასახადო პოლიტიკით გამოირჩევა, რის გამოც ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი, სწორედ ირლანდიაში მდებარეობს. შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტს ჯარიმა გამოუწერა. თუმცა, როგორც ირკვევა, LinkedIn-ის მიერ მიღებული €310-მილიონიანი სანქცია რიგით მე-6 ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც ევროკავშირის მარეგულირებლებს მას შემდეგ გამოუწერიათ, რაც “მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია” ძალაში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ LinkedIn-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელია, რომელსაც მომხმარებლები, უმეტესწილად, პროფესიული მიზნებით იყენებენ. დღეს, LinkedIn-ზე მილიარდამდე მომხმარებელი არის რეგისტრირებული, ხოლო კომპანია $16 მილიარდამდე შემოსავალს აგენერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები