მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო - დარჩიაშვილი

62a8d96f43398
ალა ისპირიანი
14.06.22 23:02
1383
ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მინისტრი განმარტავს სენატმა მხარი დაუჭერა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას.

„უდიდეს მადლობას ვუხდით ირლანდიის სენატს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი ძალისხმევის აღიარებისთვის.

ასევე, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ მოწოდებებისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები