მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის ამერიკის პრესსპიკერია, მე საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვარ“ - პაპუაშვილის პასუხი მილერს

მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილი

„ის თუ ამერიკის პრესსპიკერია, მე ვარ საქართველოს პარლამენტის სპიკერი“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას. ჟურნალისტმა სპიკერს მეთიუ მილერის განცხადების შეფასება სთხოვა.

მილერმა დღეს თქვა, რომ აშშ აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომების მიღებას არ დააყოვნებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს. ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზედაც კონცენტრირებული უნდა იყოს აშშ-ს ადმინისტრაცია. რა გითხრათ, ეს მათი ქვეყანაა და მათი ზომებია. მე როგორ შევაფასო ეს ყველაფერი“,- ამბობს პაპუაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, სანქციებს ელოდება თუ არა? - პაპუაშვილმა უპასუხა, რომ არა და ამ საკითხზე საერთოდ არ ფიქრობს.

„ასეთ საკითხებზე საერთოდ არ ვფიქრობ. ეს არაერთხელ მითქვამს. ეს დამოკიდებულება, რომელიც თქვენს[ჟურნალისტს] მფლობელ პარტიას გააჩნია, რომ იყურებიან გარეთ და თავის დღის წესრიგს აგებენ იმაზე, თუ რა კომენტარს მოისმენენ, რა შეფასებას მოისმენენ სხვებისგან და არა ქართველი ხალხისგან. აი სადაც მიიყვანა თქვენი ტელევიზიის პატრონი, კი ნახეთ.

აქციაზეც კი არ გამოჩენილა, იმდენად მიხვდა, რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა მთლიანად ოპოზიციას სწორედ იმისთვის, რომ მათ დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არა, არამედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უნდათ და ქართველმა ხალხმა მისვა ეს ოპოზიციური პარტიები იმ კუთხეში, რომელიც მათ ეკუთვნით. ვინც, არა თავისუფლებისთვის იბრძვის, არამედ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა შეიყვანოს სხვების მორჩილებაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები