აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზომებს მიიღებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე დაასანქცირებს თუ არა აშშ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მილერი ამბობს, რომ დამატებითი სანქციების შესახებ განცხადებას ამ ეტაპზე არ გააკეთებს.
“ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ასევე ნათლად ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. როგორც იცით შეჩერებულია 95 მლნ დოლარის მოცულობის მნიშვნელოვანი დახმარება, რაც გამოყოფილი გვქონდა საქართველოს მთავრობისთვის. ეს დახმარება შეჩერდა მთავრობის გადადგმული ნაბიჯების ნაბიჯების გამო. ვაგრძელებთ დაკვირვებას კიდევ იქნება თუ არა საჭირო დამატებით ზომების მიღება და არ დავაყოვნებთ მათ გამოყენებას", - ამბობს მილერი.
ინფორმაციისთვის, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარის მოცულობის დახმარების შეწყვეტაზე ივლისში განაცხადა, რაც მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით ახსნა.
23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და სიცრუის შემცველი განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირის და ნატოს წევრობასთან", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.