მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ის NGO-ები იქნებიან პრივილეგირებული, რომლებიც ლოიალურები იქნებიან ივანიშვილის მიმართ” - ბედინეიშვილი NGO-ების დაფინანსებაზე

გიგა ბედინეიშვილი

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ 20 მილიონ ლარს გადაუხდის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მომზადებულ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი.

ირაკლი კობახიძე BM.GE-თან ფონდის შექმნის დაანონსებისას ამტკიცებდა, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს ხელისუფლების კორუფციაში მხილების შესაძლებლობა ექნებათ.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა არასამთავრობო სექტორს ეუბნება, რომ თუ მის სასარგებლოდ იმუშავებენ, ამისთვის ჯილდოს მიიღებენ. ბედინეიშვილისთვის ბუნდოვანია თავად კრიტერიუმებიც, რის საფუძველზეც NGO სექტორისთვის გრანტების განაწილება მოხდება.

“20 მილიონი ლარი უნდა შევადაროთ, მინიმუმ ასობით მილიონ დოლარს და ევროს, რაც ჩვენი პარტნიორების მიერ იყო გამოყოფილი კარგი საქმეებისთვის საქართველოში. ასევე კობახიძემ თქვა, რომ ორგანიზაციამ დაფინანსების მისაღებად ქართულ საქმეს უნდა აკეთებდესო. ქართული საქმე კობახიძის კრიტერიუმით ერთია და ჩემი კრიტერიუმით სხვა. ქართული საქმე, რაც მათ მიაჩნიათ, ჩემთვის რუსულია. ასე რომ ქართულ საქმეს რომელი NGO-ც გააკეთებს მას ექნება დაფინანსება.

ეს მიდგომა ჯდება პირდაპირ ივანიშვილის მმართველობის სტილში, ის ბიზნესები იქნებიან პრივილეგირებული, რომლებიც ლოიალურები იქნებიან მის მიმართ და ის არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან პრივილეგირებული, რომლებიც იქნებიან ლოიალურები მის მიმართ,”-აცხადებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები