აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო'ბრაიენის შეფასებით, „ის, რაც ახლა მაგიდაზეა, არის ეს რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული უცხოეთის აგენტების კანონი“.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, ის გაკვირვებულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც სანქცირებას შეეხებოდა.
„ის, რაც ახლა მაგიდაზეა, არის ეს რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული უცხოეთის აგენტების კანონი. ჩვენ და ევროკავშირმა ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს, რათა ორგანიზაციებმა გააკეთონ ის, რაც მთავრობამ თქვა, რომ მას სურს. გვინდა, ეს ერთად გავაკეთოთ. რა გზას აირჩევს ქართული ოცნება, ეს მათი გადასაწყვეტია.
ვნახეთ, მოგეხსენებათ, ქართული ოცნების დამფუძნებლის გამოსვლა. ცოტა გამიკვირდა, რამდენად ცუდად იყო ის ინფორმირებული. მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაა დაწესებული. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ სანქციების ქვეშ იმყოფება და ვიმედოვნებ, ინფორმაციის სხვა წყაროს იპოვის, დაელაპარაკება ადამიანებს, რომლებსაც ესმით დასავლეთი და ვინც წარსულში მას სიმართლეს ეუბნებოდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ასეთი საუბარი, რადგან სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.