მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რომ აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, საგანგაშო და შემაშფოთებელია - პიტერ ფიშერი

ომბუდსმენი

"ის, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშისა და შეშფოთების წყაროა" - ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი წერს.

ფიშერმა პატივისცემა გამოუცხადა ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ.

"მაქსიმალური პატივისცემა ყველას, ვინც დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებას იყენებს", - წერს ფიშერი.

გერმანიის ელჩი "ტვიტთან" ერთად ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებზეც თავად პიტერ ფიშერის, საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრისას და გაერთიანებული სამეფოს ელჩის, გარეტ უარდის საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრის კადრებია აღბეჭდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები