თუ კერძო სექტორიდან ვინმეს არ უნდა მთავრობასთან კომუნიკაცია, ეს მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
კაკაურიძე გამოეხმაურა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მთავრობასთან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიზეზად კი ე.წ. რუსული კანონი დაასახელა.
„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ყველასთან. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია იმიტომ, რომ ეს მათი განვითარებისთვისაც საჭირო იყო და ჩვენთვისაც. თუ ვინმეს არ აქვს სურვილი, ISET-ის გარეშეც... "აისეტს" ზოგჯერ ფინანსურ გათვლებზე ისეთი დასკვნები ჰქონდა, რომ მთლად სწორი არ იყო. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინსტიტუტები არსებობდეს ქვეყანაში, განვითარდნენ და თუ არ ენდომებათ თანამშრომლობა, ამით არც ბიუჯეტი და არც ფინანსთა სამინისტრო არ დაზარალდება“, - განაცხადა კაკაურიძემ.




























