მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისეთი ევროპული ღვინო გვაქვს, რომელიც ქართული ბაზრისთვის ახალია" - რას სთავაზობს "დალოოდის" კაფე მომხმარებელს?

დალოოდის კაფე 2

ქართულმა მოდის ბრენდმა "დალოოდმა" სულ ცოტა ხნის წინ ვერაზე, ახალი სივრცე გახსნა, რომელიც შოურუმთან ერთად კაფეს კონცეფციასაც აერთიანებს და მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

ახვლედიანის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის მქონე შენობაში ამ სივრცის მოწყობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 600 000 დოლარს აღემატება.

როგორც "დალოოდის" კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი მაკა კვიციანი BMGtv-ის გადაცემა ქალების ნარატივში აღნიშნავს, როდესაც ახალი სივრცის შექმნა გადაწყვიტეს, თავიდან მიზნად დაისახეს, რომ ის მხოლოდ სამოსის მაღაზია არ უნდა ყოფილიყო და მომხმარებლისთვის, სრულიად ახალი, უნიკალური გამოცდილება უნდა შეეთავაზებინათ. ასე გადაწყდა შოურუმში გასტრონომიული მხარის შემოტანა.

"დალოოდის" კაფე დაახლოებით 70 ადამიანზე გათვლილი სივრცეა, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე ევროპული კერძების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის თავად მაკა კვიციანის რეცეპტებით შექმნილი კერძებიც არის.

როგორც მაკა კვიციანი განმარტავს, ჯერ-ჯერობით ორიენტირი მხოლოდ ლანჩზე და სადილზე აქვთ და კაფეც შესაბამისად, 12:00-დან 00:00-მდე მუშაობს. თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ სამომავლო პერსპექტივაში საუზმის დამატებასაც გეგმავენ.

"დალოოდის" კაფე - ეს არის ულამაზესი სივრცე, სადაც არა მხოლოდ წასახემსებლად ან კარგად დასანაყრებლად მოხვალ, არამედ შეგიძლია ეს სივრცე საქმიანი შეხვედრისთვისაც გამოიყენო, ან დაპატიჟო ის უცხოელი ვიზიტორი, რომელსაც გინდა რომ თბილისი გააცნო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბარის ნაწილი. ქართულთან ერთად ისეთი ევროპული ღვინოც გვაქვს, რაც თბილისში არსებული სხვა შეთავაზებებისგან განსხვავებული. ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაფერი ძალიან მისაღებ ფასებშია და გარემოზე მაქსიმალურად მორგებულია", - განაცხადა "დალოოდის" დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, მაკა კვიციანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები