მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისნის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება

კახა კალაძე

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი ისნის რაიონში, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მეტეხის N14-ში განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე, 2018 წელს შენობის ნაწილი, მიმდინარე წელს კი დარჩენილი ნაწილიც ჩამოინგრა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განახორციელა.

„აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში 33 მესაკუთრე ცხოვრობდა. ამჟამად, მოსახლეობა ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე შეძლებს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გადასვლას, სადაც მათ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები დახვდებათ,“ - განაცხადა კახა
კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები