კომპანია „GWP“ ცნობით, 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ისნის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.
„30 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, არმაზის ქუჩა N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, მეტეხის ქუჩა N16-ს, არმაზის, ირბახის, კონსტანტინე ერისთავის, გურჯაანის, ალაზნის, დუშეთის, ავლაბრის, ვახტანგ VI, ცუცქირიძის, მესხიშვილის, იორის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სართიჭალის, სამრეკლოს, კარდენახის, ახვლედიანის, ხერხეულიძის, ფოსტის, ლომოურის, წურწუმიას, კვეზერელი-კოპაძის, ფერიცვალების და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.