ისრაელ-ჰამასის სამხედრო კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები მკვეთრად იზრდება.
ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის ფასი 3%-ით, 87-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა; WTI-ის ფასმა კი 85 დოლარს გადააჭარბა.
გარდა ამისა, 7%-ითაა გაძვირებული ბუნებრივი აირი და ევროპის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 41 ევროს ფარგლებში მერყეობს.
ინვესტორები და ტრეიდეირები შიშობენ, რომ კონფლიქტის გამწვავება ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას გამოიწვევს, თავად ეს რეგიონი კი ნავთობის გლობალური მარაგის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.