მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელელ პარტნიორებთან ერთად გახსნილ ავტომატების ქარხანაში „დელტას“ 25%-იანი წილი აქვს

617bd65f932f5
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.21 15:31
1693
28 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია “დელტას” ბაზაზე ავტომატური შაშხანების მწარმოებელი ახალი საწარმო, “Delta CAA” გახსნა. კომპანია ისრაელელი მხარის ჩართულობით შეიქმნა და ის კომპანია CAA Industries-ის ლიცენზიით GI-4 (5.56)-ის კატეგორიის ავტომატურ შაშხანებს გამოუშვებს.

თავად CAA Industries-ი ისრაელში ავტომატური შაშხანების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. 

“საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს", - ნათქვამია "დელტას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2021 წლის 19 მაისს თავდაცვის სამინისტროსა და CAA Industries-ის შორის საწარმოს შექმნაზე ხელშეკრულება გაფორმდა, 21 აპრილს კი მხარეებმა ახალი შპს “Delta CAA” დააფუძნეს. მასში “დელტას” (სახელმწიფოს) 25%-იანი წილი აქვს, CAA Industries-ს 51%-იანი წილი, ამერიკულ კომპანია Bluestone Invest Fund-ს კი 24%-იანი წილი.

კომპანიას სამი დირექტორი ჰყავს, ესენია: ლევან ჩიკვაიძე (დელტას მხრიდან), მოშე ოზი (CAA Industries მხრიდან) და იოჰანან ელიგულა (Bluestone Invest Fund-ის მხრიდან).

საწარმოს პრეზენტაციაზე არ თქმულა, თუ წელიწადში რამდენ ავტომატურ შაშხანას დაამზადებს ახალი საწარმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები