ისრაელ-ჰამასის ომი უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი 1500-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ისრაელის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 900-ს მიაღწია, აქედან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ამასთან, დაშავებულია 2,500-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალური ცნობებით კი - ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 560-ს აჭარბებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს და მინიმუმ შვიდი “ჰამასის სამეთაურო ცენტრი” გაანადგურეს. ამასთან, IDF-მა განაცხადა, რომ მან ასევე დაარტყა სამეთაურო ცენტრს, რომელსაც ისლამური ჯიჰადი იყენებს, ირანის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი ტერორისტული ჯგუფი, რომელიც ჰამასის მიერ მართულ ღაზას სექტორშია დაფუძნებული.
ინფორმაციისთვის: ჰამასმა ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.