მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი “ჰეზბოლას” წინააღმდეგ ფრონტს ხსნის - მთავარი სამიზნე დაჯგუფების ლიდერი ნაიმ ქასემია

ისრაელი და ჰეზბოლა

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ახალი ფრონტი ოფიციალურად გაიხსნა. ხაიფასა და გალილეაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, რომელიც დაჯგუფებამ ალი ხამენეის მკვლელობისთვის „შურისძიებად“ გამოაცხადა, ისრაელის თავდაცვის ძალები ერთდროულად ირანისა და ლიბანის ტერიტორიებს უტევენ.

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ „თამაშის წესები შეიცვალა“ და სრულმასშტაბიანი კამპანია იწყება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ნაიმ ქასემი პირდაპირ სამიზნედ გამოაცხადა. კაცის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია უმძიმეს ფასს გადაიხდის, ხოლო ქასემი, რომელმაც ირანის ზეწოლის შედეგად ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, „ჯოჯოხეთის გზას დაადგა“. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანი ირანული ტერორისტული რეჟიმის განადგურება და ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობისთვის საფრთხის სრული აღმოფხვრაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა დაადასტურა, რომ არმია კამპანიის მნიშვნელოვანი გაფართოებისთვისაა მზად. მისი თქმით, „ყველა ვარიანტი, მათ შორის სახმელეთო ოპერაცია, განხილვის პროცესშია“. პარალელურად, ისრაელის ავიაციამ ლიბანში რადვანის ქვედანაყოფის ორი მეთაური გაანადგურა და 53 სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, რამაც ათასობით ადამიანის მასობრივი გადაადგილება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რეგიონული ესკალაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელისა და აშშ-ის იერიშების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი დაიღუპა. მიმდინარე დაპირისპირების ფონზე ვრცელდება ცნობები საუდის არაბეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმებისა და ქუვეითში ამერიკული გამანადგურებლის ჩამოვარდნის შესახებ, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მასშტაბების კრიტიკულ ზრდაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები