მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი Intel-ს ჩიპების საწარმოს ასაშენებლად $3.2 მილიარდის გრანტს აძლევს

intel

ჰამასის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობის ფონზე, ისრაელი თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მისაღებად ემზადება. როგორ ცნობილია, ამერიკულმა Intel-მა ისრაელის სამხრეთში 25 მილიარდ დოლარად შეფასებული ჩიპების საწარმო უნდა ააშენოს, ამ ინვესტიციის სანაცვლოდ კი ისრაელის მთავრობა Intel-ს $3.2 მილიარდის სახელმწიფო გრანტს აძლევს.

ამ გარიგების მიზანი ისრაელში ნახევარგამტარების წარმოების ინდუსტრიის განვითარებაა, რაც ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხად იქცა. Intel-ის ამ ინვესტიციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა სწორედ ახლა აქვს და ეს იმის დასტურს წარმოადგენს, რომ ამერიკული გიგანტი ისევ ურყევად დგას ისრაელის გვერდით და დარწმუნებულია მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.

ნახევარგამტარების წარმოების მიმართულებით Intel-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.