მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი ომშია... არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, არამედ ომში - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი ომშია და ჩვენ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების გააკეთა.

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, არამედ ომში. დილით „ჰამასმა“ დაიწყო მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დილიდან ამ მდგომარეობაში ვართ. მოვიწვიე უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელები.

პირველ ყოვლისა, ისრაელში შემოჭრილი ტერორისტების გაწმენდის შესახებ მივეცი დავალება. ეს ოპერაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. ამასთან ერთად, გავეცი ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციისა და საპასუხო ომისა, ისეთი ძალითა და მასშტაბით, როგორიც არასდროს უნახავთ.

მტერი არნახულ ფასს გადაიხდის. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს. ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ“, –  განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის: პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დღეს დილით დაიწყო.რაკეტების გაშვებასთან ერთად ჰამასის სამხედროებმა ისრაელის ტერიტორიაზე ზღვიდანაც სცადეს შესვლა, ორმხრივი სროლებია ღაზას სექტორის საზღვართანაც.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების უწყებათა გადაუდებელი შეხვედრა მოაწყო და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შესახებ გაფრთხილება გამოაცხადა. ცნობილია, რომ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები