ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ტელეფონი დაჰაკეს. ისრაელური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკოსმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ტელეფონში განთავსებული კრიტიკული მნიშვნელობის მონაცემები ხელშეუხებელი დარჩა.
როგორც ბენეტი განმარტავს, ჰაკერება შეაღწიეს Telegram ანგარიშზე და მის მიმოწერებზე მოიპოვეს წვდომა, თუმცა თავად ტელეფონი კიბერთავდასხმას გადაურჩა. შესაბამისად, ნებისმიერი სურათი, რომელიც ბენეტის სახელით შეიძლება გამოქვეყნდეს, ფაბრიკაცია იქნება, აღნიშნავს ექსპრემიერი.
ცნობისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანულმა ჯგუფმა Handala-მ აიღო და დააანონსა, რომ დაინტერესებულ მხარეს როგორც მიმოწერებს, ისე ფოტომასალას $30,000 დოლარის სანაცვლოდ გადასცემს. ირანული კიბერდაჯგუფების მიერ განხორციელებულმა ოპერაცია “ოკტოპუსმა” საგრძნობლად დააზიანა ბენეტის, როგორც კიბერსექტორთან დაახლოებული პოლიტიკოსის რეპუტაცია. ექსპრემიერმა შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა და საქმის გამოძიებაც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ყოფილი პირველი პირის სტატუსის გამო ბენეტი განსაკუთრებით დაცულ ინდივიდუალად ითვლება, რომლის უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებლობას ისრაელის სპეცსამსახურები იღებენ.




























