მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელის გაზის საბადო Leviathan-ი ომის გამო შეჩერებულ მუშაობას განაახლებს

leviathan

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის ოფშორული გაზის საბადო Leviathan-ი ომის გამო ერთთვიანი შეჩერების შემდეგ ოპერირებას განაახლებს.

საბადო, რომელსაც კომპანია Chevron-ი მართავს, 28 თებერვლიდან, ანუ მას შემდეგ იყო დახურული, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე თავდასხმები დაიწყეს.

"სიტუაციის შეფასებისა და ყველა შესაბამისი გარემოების განხილვის შემდეგ, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ Leviathan-ის პლატფორმა მუშაობას დაუბრუნდეს.

ადგილობრივ ბაზარზე ბუნებრივი აირის მიწოდება გრძელდება და წარმოების სისტემაში კიდევ ერთი პლატფორმის დამატებით, ეს მაჩვენებელი ახლა უკვე გაიზრდება", - აღნიშნა ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა განცხადებაში.

Leviathan-ი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი უდიდესი გაზის საბადოა, რომლის გაზის მარაგიც დაახლოებით 635 მილიარდ კუბურ მეტრად (bcm) ფასდება.

იანვარში Chevron-მა და მისმა პარტნიორებმა საბადოზე წარმოების მასშტაბური გაფართოების გეგმები დაამტკიცეს. პროექტის მიზანია, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებს 35 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ბუნებრივი აირი მიაწოდოს.

გაფართოების შედეგად Leviathan-იდან გაზის მიწოდება წელიწადში 9 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება და დაახლოებით 21 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მოსალოდნელია, რომ ეს ნაკადები თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სახით რეგიონსა და ევროპას მოამარაგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები