მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელის პოლიცია გაეროს ოფისში ჩხრეკას ატარებს - აღმართეს ისრაელის დროშაც

UNRWA-ს ოფისის ჩხრეკა
BM. GE
08.12.25 17:44
888

ისრაელის პოლიცია პალესტინელი დევნილებისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემწეობის (UNRWA) დაწესებულებაში ჩხრეკას ატარებს. აღნიშნული შენობა აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარეობს. ჩხრეკას მწვავე საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა. ამჟამად უცნობია, კონკრეტულად რა გახდა ჩხრეკის მიზეზი, თუმცა მას გაეროსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაპირისპირებების სერია უძღოდა წინ.

UNRWA-ს წარმომადგენლებმა ქმედებები მაშინვე უარყვეს და განაცხადეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებული იმუნიტეტისა და პრივილეგიების მკაფიო დარღვევა, ისევე როგორც ორგანიზაციის ჰუმანიტარული საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.

აღნიშნული ინციდენტი ერთ-ერთი უკანასკნელია იმ ქმედებებიდან, რომელსაც ისრაელური სამთავრობო უწყებები სააგენტოს წინააღმდეგ ახორციელებენ. როგორც ოფიციალური თელ-ავივი იუწყება, სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობდა.

მოცემული კონფრონტაცია ხაზს უსვამს იმ მძიმე გარემოს, რომელშიც გაეროს მისია ფუნქციონირებს. ცნობისათვის, ორგანიზაციის კონკრეტული ოფისის მოვალეობაა საჭირო ჰუმანიტარული სერვისების მიწოდებაა, მათ შორის შემწეობა და განათლება მილიონობით პალესტინელი დევნილისთვის.

ჩხრეკის შედეგად გაიზარდა მოწოდებები გაეროს თანამშრომლებისათვის უსაფრთხოების ზომების გაზრდის მოთხოვნით. როგორც განმარტავენ, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ორგანიზაციის ნეიტრალიტეტსა და კონფლიქტურ ზონებში მყოფ ჰუმანიტარულ სამუშაოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები