მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის ცენტრალური ბანკი, შეკელის კურსის დასაცავად, უპრეცედენტო $45 მილიარდს გაყიდის

შეკელი

ისრაელის ცენტრალური ბანკი $30 მილიარდის სავალუტო რეზერვებს ყიდის მას შემდეგ, რაც შეკელი შვიდწლიან მინიმუმამდე გაუფასურდა. ამასთან, ბანკი ფინანსური სისტემის ლიკვიდობის შენარჩუნებისთვის 15 მილიარდი დოლარის სვოპ ოპერაციებსაც განახორციელებს. 

ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ 30 მილიარდ დოლარამდე რეზერვს გაყიდის, რათა მხარი დაუჭიროს ეროვნული ვალუტას, რომელიც შაბათ-კვირას ჰამასის შემოჭრის შემდეგ მკვეთრად დაეცა.

ისრაელის შეკელი ბოლოს 1.63%-ით დაეცა. ერთი დოლარის ღირებულებამ 3.90 შეკელს გადააჭარბა, რაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„ბანკი უახლოეს პერიოდში იმუშავებს ბაზარზე, რათა შეამსუბუქოს შეკელის გაცვლითი კურსის ცვალებადობა და უზრუნველყოს საჭირო ლიკვიდურობა ბაზრების გამართული ფუნქციონირებისთვის“, - წერს ცენტრალური ბანკი ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ისრაელის ცენტრალური ბანკი მოვლენების მონიტორინგს გააგრძელებს, თვალყურს ადევნებს ყველა ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში მისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებით იმოქმედებს”, -  ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები