მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

ისრაელის ცენტრალური ბანკი

ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ 4.5%-ით განისაზღვრა, რაც სრულ შესაბამისობაშია ანალიტიკოსების პროგნოზთან.

აღსანიშნავია, ცენტრალური ბანკი ამ პოლიტიკას უკვე ზედიზედ ოთხი თვეა ატარებს, რომლის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი რეგიონში რისკების ზრდა და ჰამასსთან კონფლიქტის გამწვავებაა, რაც ცენტრალურ ბანკს სიმკაცრის შენარჩუნებისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები