ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში 500 სტრატეგიულ სამიზნეზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანეს. როგორც ირკვევა, ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში 200-მდე ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სარაკეტო დანადგარების გასანადგურებლად ასობით ბომბი ჩამოაგდეს.
ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, მრავალმხრივმა დარტყმებმა ირანული რეჟიმის შეტევითი შესაძლებლობები კრიტიკულად შეასუსტა. როგორც IDF-ში აცხადებენ, ქვეყნის საჰაერო ძალები ირანის ტერიტორიაზე ოპერირებას კვლავ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
ისრაელური მხარის განცხადებების მიუხედავად, ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის მკვეთრად დასუსტებისა და პარალიზების ფაქტს დამოუკიდებელი დამკვირვებლები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.




























