ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება მიღწეულია. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ისრაელის და ჰამასის შეიარაღებული ძალები ერთმანეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ შევლენ, რაც ღაზის სექტორში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით არის განპირობებული.
ცეცხლის შეწყვეტის შედეგად, ღაზაში შეიქმნება დროებით ჰუმანიტარული კორიდორი, საიდანაც პირველადი დახმარების, საკვებისა და წყლის შეტანა იქნება შესაძლებელი.
როგორც მხარეები აცხადებენ, ოთხდღიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ორივე მხარე სრულ შეტევაზე გადავა.
ჰუმანიტარული კორიდორის ამოქმედების გარდა, დროებითი შეთანხმება ჰამასის მხრიდან 50 მძევლის, ისრაელის მხრიდან კი 150 პალესტინელის განთავისუფლებას მოიცავს.