მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - დანიელ ჰაგარი

ss

ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო, ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული, თუმცა საგანგებო მითითებებში ცვლილებები არ არის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

"თვალყურს ვადევნებთ ჩვენს მტრებს და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით „ჰეზბოლასა“ და ირანს. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ჩვენი მტრების განცხადებებს და ამიტომ მზად ვართ თავდაცვისა და თავდასხმისთვის უმაღლეს დონეზე.

თუ იქნება ცვლილებები, ჩვენ ვაცნობებთ საზოგადოებას რაც შეიძლება მალე, მაგრამ ჩვენი მტრებისთვის სადაზვერვო ან ოპერატიული ინფორმაციის მინიჭების გარეშე“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები