მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ქართული პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი 14-ჯერ გაიზარდა - საქსტატი

იფქლი დიღომი

ისრაელში ქართული პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი გაზრდილია.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველომ ისრაელის ბაზარზე $1.3 მლნ-ის ღირებულების 231 ტონა პურ-ფუნთუშეული გაყიდა, მაშინ როდესაც 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8 ტონას შეადგენდა, ხოლო ამ ბაზრიდან მიღებული შემოსავალი $34 ათასს უდრიდა.

საქმე ის არის, რომ წელს მარტის დასაწყისში "იფქლი დიღომმა" საქართველოში წარმოებული პური ექსპორტზე ისრაელში გაიტანა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფუნთუშეულთან ერთად, ექსპორტზე გავიდა საქართველოში გამომცხვარი პური.

მონაცემების თანახმად, ისრაელში ქართული პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი 14-ჯერ გაიზარდა.

რაც შეეხება ჯამურ სტატისტიკურ მაჩვენებელს, წელს საქართველომ 6 თვეში 1 010 ტონა პურ-ფუნთუშეული საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდა, საიდანაც $3.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში გაყიდული პურ-ფუნთუშეულის მაჩვენებელი კი, 803 ტონას შეადგენდა, რაშიც ისრაელიდან $3 მლნ-ის შემოსავალი მივიღეთ.

წელს, საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, სადაც საქართველომ 491 ტონა პურ-ფუნთუშეულის ექსპორტიდან $1.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

2025 წელს, 6 თვეში (იანვარი-ივნისი) პურ-ფუნთუშეულის მთავარი საექსპორტო ბაზრების TOP 5 ასეთია:

  • აზერბაიჯანი - $1.1 მლნ, 491 ტონა;
  • სომხეთი - $ 1.3 მლნ, 231 ტონა;
  • ისრაელი -$ 261 ათასი, 112 ტონა;
  • ერაყი -$273 ათასი, 101 ტონა;
  • თურქეთი - $180 ათასი, 38 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები