მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ინსტრუქციებს ავრცელებს

ისრაელკი

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გიზიარებთ:

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ,

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.

„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:

  • დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა);
  • შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში;
  • ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში - თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი;
  • ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში - გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.

ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება;

განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან.

• მოერიდეთ ყველა თავშეყრის ადგილებს.
• მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი

ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს.

უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე https://www.oref.org.il/eng/articles/info/iron-swords/1107/

ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/

https://www.facebook.com/GeorgiainIsrael

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - წერს საელჩო.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული პრევენციული იერიში მიიტანეს, რასაც თეირანში, ისფაჰანსა და სხვა სტრატეგიულ ქალაქებში მძლავრი აფეთქებები მოჰყვა. ასევე, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები