მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში პირველად, NASDAQ-მა 20,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა

NASDAQ

NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი საფონდო ინდექსია და NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას ასახავს, მორიგი რეკორდი დაამყარა. ილონ მასკის ელექტრომობილების კომპანიის და სხვა ტექნოლოგიური ტიტანების შეფასების ბოლოდროინდელი ზრდის ფონზე, NASDAQ-მა 20,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა.

თუ Tesla-ს აქციების გაძვირება აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას და ილონ მასკის რეკორდულ გამდიდრებას უკავშირდება, ტექნოლოგიური სექტორის ჯამური ზრდის მამოძრავებელი მთავარი ფაქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციის განახლებული დადებითი სტატისტიკა გახდა, რაც ბაზარს მიანიშნებს, რომ ფედერალური რეზერვი მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთს კიდევ ერთხელ შეამცირებს. კაპიტალის გაიაფებას საფონდო ბირჟაზე გაზრდილი აქტივობა მოჰყვება, რაც, როგორც წესი, კომპანიის აქციებზე, დადებითად აისახება.

NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმა, რომლის შემადგენლობაში უმეტესწილად ტექნოლოგიურ კომპანიებს ვხედავთ, ბოლო წლებში ფენომენალური ზრდა დააფიქსირა და 2020 წლის შემდეგ გაორმაგდა. აღნიშნული ზრდა, უმეტესწილად, სწორედ ტექნოლოგიურ კომპანიებზე მოდის, რომელიც, მართალია, პანდემიის დროს მკვეთრად შემცირდა, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არნახული ზრდა აჩვენა. 2022 წლის ბოლოს, OpenAI-მ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT წარმოადგინა, რომელმაც ტექნოლოგიურ სექტორში AI-ის ბუმი დაიწყო და NVIDIA-ს მსგავსი კომპანიების შეფასება მკვეთრად გაზარდა.

პანდემიური 2020 წლის შემდეგ, NASDAQ-ის კომპოზიტური ინდექსი წელიწადში საშუალოდ 19%-ით იზრდებოდა, რაც იმაზე კარგი შედეგია, ვიდრე ის, რომელიც ბენჩმარკულმა S&P 500-მა ამავე პერიოდში დააფიქსირა. აღნიშნული შედეგი იმ კომპანიების ზრდამ განაპირობა, რომლებიც NASDAQ-ზე დალისტულმა კომპანიებმა, მათ შორის Apple-მა, Microsoft-მა, Alphabet-მა, Amazon-მა, Tesla-მ, Meta-მ, NVIDIA-მ და სხვებმა დააფიქსირეს. ჯამში, NASDAQ-ის ბირჟაზე 3,000 კომპანია არის წარმოდგენილი, ხოლო თავად ბირჟა, საჯარო კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $46.7 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები