მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისტორიაში პირველად, რუსული ნავთობის ფასმა Brent-ს გადაუსწრო

რუსული ნავთობი

რუსული ნავთობის ფასმა საერთაშორისო ბენჩმარკთან მიმართებით ისტორიული ცვლილება განიცადა. გლობალურ ბაზარზე Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებას რუსული Urals-ის ფასმა ისტორიაში პირველად გადაუსწრო.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Urals-ის ფასი ბირჟაზე 116 დოლარს შეადგენს, ხოლო Brent-ის ღირებულება 107 დოლარის ფარგლებშია, რაც უჩვეულო აცდენას წარმოადგენს, რადგან, როგორც წესი, რუსული ნავთობის ფასი Brent-თან შედარებით 20-30%-ით ნაკლებია.

ეს აცდენა იმით არის განპირობებული, რომ ჰორმუზის სრუტის პარალიზების ფონზე, ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდება შეზღუდულია, ხოლო რუსული ნავთობი ამჟამად აზიური ბაზრებისთვის ძირითად ენერგეტიკულ რესურსს წარმოადგენს, რომელიც იმ ფასად ივაჭრება, რა ფასსაც მყიდველები იხდიან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რუსული ნავთობზე დიდი შვიდეულის მიერ საფასო ლიმიტია დაწესებული, რომელიც ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. ამჟამად Urals-ის ფასი ამ მაქსიმალურ ჭერს თითქმის ორჯერ აღემატება, თუმცა ის მაინც უპრობლემოდ ივაჭრება როგორც ბირჟებზე, ასევე აზიურ პორტებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები