მსოფლიოში ნავთობი ისევ ძვირდება. ნედლი ნავთობი 115 დოლარამდეა გაძვირებული, ბოლო ერთ კვირაში ამ ტიპის ნავთობზე ფასი 13%-ით გაიზარდა. Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი 111 დოლარს აჭარბებს, ბოლო კვირაში ფასი 12%-ით არის მომატებული.
რეკორდულად გაძვირებულია რუსული Urals-ის და მისი ფასი 121 დოლარს აჭარბებს, ბოლო ერთ კვირაში რუსული ნავთობი 14%-ით გაძვირდა. ირანში ომმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ასევე გააძვირა WTI [West Texas Intermediate] და მისი ფასი ბირჟებზე 115 დოლარს აღწევს.
გუშინ, 6 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ირანის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტეში ერაყული გემებისთვის ყველა სახის შეზღუდვა გააუქმა. ამჟამად სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მცირედითაა გააქტიურებული, თუმცა მაჩვენებლები ომამდელ პერიოდთან შედარებით კვლავ 90%-ით ნაკლებია. Lloyd’s List Intelligence-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ჰორმუზი 53-მა გემმა გადაკვეთა, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.




























