მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიული უბნების განახლების პროგრამის ფარგლებში არცერთი ბიზნესს არ მოუმართავს - თბილისის განვითარების ფონდი

ისტორიული უბნები

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით, ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება/გამოსყიდვაზე არცერთ ბიზნესს სურვილი არ გამოუთქვამს. საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

თბილისის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, გასული წლის აპრილში ამოქმედდა. თბილისის მერიის შეთავაზებით, ახალი პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებას: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს. აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. ამასთან, თუ არსებობს ინვესტორი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს და შეძლებს აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას, პარალელურად კი, ფლობს მიწას ან სხვა სამშენებლო მოედანს, მერია მისცემს საშუალებას, მან არა ისტორიულ უბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის განხორციელება განსხვავებული პარამეტრებით შეძლოს.

„ამ ეტაპზე ჩვენთან არცერთი მომართვა არ არის ბიზნესის მხრიდან, რომ მათ ჰქონდეთ ინტერესი, ჩაანაცვლონ, ან იყიდონ კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ძირითადად ეს გამოწვეულია იმით, რომ შენობის გაბარიტებს ვერ გაზრდი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობისთვის დასაბრუნებელი ფართის მიღმა დამატებითი დოვლათი არ რჩება, ამიტომ დიდი ინტერესი არ არის“, - თქვა გიორგი პაპავამ.

რაც შეეხება მერიის შეთავაზებას იმის შესახებ, რომ ინვესტორს სხვა ტერიტორიაზე შეეძლება კოეფიციენტის გაზრდა სწორედ ისტორიულ უბანში შენობის რეაბილიტაციის ხარჯზე, პაპავა პასუხობს: „ეს არის განსხვავებული მოდელი, პრეფერენციების მინიჭება მშენებლებისთვის, რომ მათ ააშენონ დიდი კვადრატულობის შენობის აშენება და ამის ხარჯზე მოახდინონ ისტორიულ უბანში შენობის რეაბილიტაცია. თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან შეთავაზება არ მოსულა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები