მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 30 ათასზე მეტი შეადგინა - სპეციალობის პოპულარობა კვლავ მზარდია

სს

IT სექტორში დასაქმებულების რაოდენობამ 2023 წელს 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000-მდე ადამიანს ასაქმებდა. ამის შესახებ კვლევას გალტ & თაგარტი აქვეყნებს.

რაც შეეხება სპეციალობის პოპულარობას, კვლევის თანახმად, ის სტუდენტებში მზარდია და ამ საკითხზე რამდენიმე მიგნებას შემოგთვაზებთ:

  • IT პროგრამებზე ჩარიცხვები მზარდია, კოვიდ პანდემიის პერიოდში დროებითი შემცირების შემდეგ;
  • ყოველწლიურად საშუალოდ 3,000-ზე მეტი სტუდენტი აბარებს IT ფაკულტეტზე და 2023/24 სასწავლო წლის მდგომარეობით IT პროგრამებზე 11,122 სტუდენტი სწავლობს;
  • საქართველოში IT პროგრამები 21 უნივერსიტეტში ისწავლება. დარგის დინამიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სასწავლო პროგრამებისა და კურსების რაოდენობის ზრდა;
  • 2023 წელს პროგრამისტის პოზიციაზე 4,000-მდე ვაკანსია გამოცხადდა და მოთხოვნა დინამიკაში მზარდია;

რაც შეეხება ამ სფეროში ხელფასს, საშუალო ხელფასი 2023 წელს 6,940 ლარია, რაც გაორმაგებულია 2021 წელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები