მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა IT სექტორის გამოწვევად რჩება - კვლევა

აა

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. სექტორი იზრდება და შესაბამისაც სამუშაო ძალაზე მოთხოვნაც მზარდია, მაგრამ მის ზრდას შრომის ბაზარზე არსებული კადრები ვერ აკმაყოფილებს. კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა IT სექტორის გამოწვევად კვლავ რჩება.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა (რაც საერთაშორისო ინდექსებშიც ჩანს) და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე. ასევე კადრების შესაძლო გადინება როგორც მიგრანტების, ისე ადგილობრივი სპეციალიტების სახით.

ამასთან აღსანიშნია, რომ IT სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს გაორმაგდა და 6 940 ლარი შეადგინა. რაც შეეხება დასამებულთა რაოდებობას, 2023 წელს 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000- მდე ადამიანს ასაქმებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები