მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სპეციალისტების ანაზღაურება დღეს საათში საშუალოდ 50 ევრომდეა - დავით კიზირია

64a6cd130dfcd
ელენე გოგბერაშვილი
07.07.23 00:05
3065
ბოლო წლების განმავლობაში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ზრდას აჩვენებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა როგორც IT სერვისებზე, ისე კადრებზე.

„ბუნებრივია ეს მხოლოდ უნდა ახარებდეს ინდუსტრიას, მაგრამ ამან პარადოქსულად გააჩინა გამოწვევა კადრებზე, რადგან გლობალურად გაზრდილია მოთხოვნა, შესაბამისად გაზრდილია კადრებზე ნადირობა და ბევრი ქართველი პროგრამისტი წარმატებულად საქმდება გლობალურ ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა კარგია, მათ კვალიფიკაციას ზრდის, შემოსავალს. მეორე მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებულ კომპანიებს აქვთ კადრების მოძიების პრობლემა.

კვლევებით დასტურდება, რომ ერთ წელიწადში რამდენიმეჯერ არის ზრდა, როგორც მოთხოვნის, ისე ხელფასების მიმართულებით. დღეს მაგალითად, 30-50 ევრო ან დოლარი ნორმალური საშუალო ანაზღაურებაა საათში, რაც რამდენიმე წლის წინ ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ეს არის სწორედ შედეგი იმის, რომ ქართველი პროგრამისტები საქმდებიან გლობალურ ბაზრებზე, სადაც კიდევ უფრო მაღალია ფასები, შესაბამისად მოლოდინია, რომ ისევ აიწევს ანაზღაურება 80-100 ევროს ფარგლებშიც კი. ეს ბუნებრივად აჩენს მოთხოვნას კადრებზე, კვალიფიციურ სასწავლო კურსებზე და ასტიმულირებს განათლების პროვაიდერების განვითარებას“,-აცხადებს bm.ge-სთან საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია.


USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის, PMC კვლევითი ცენტრისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პარტნიორობით მომზადებული სექტორების ანალიტიკის ანგარიშის მიხედვით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. გასული წლის მდგომარეობით სექტორის ბრუნვა 66,3%-ით გაიზარდა და 3,9 მილიარდი ლარი შეადგენა. 30%-ით, 36 000 ადამიანამდე გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, ხელფასის ზრდა მოხდა 46%-მდე და 3, 257 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები