საქართველოს შავი ლითონის უნაკერო მილებისა და ღრუ პროფილების ექსპორტით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან 20 მილიონ 136 ათასი დოლარის ღირებულების 20 143 ტონა ლითონის მილები გავიდა ექსპორტზე, რაც ამ პერიოდისთვის გაყიდვების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
წლიურად ლითონის მილებისა და ღრუ პროფილების ექსპორტი 36.5%-ით გაიზარდა.
საქართველოში ადგილობრივად წარმოებული შავი ლითონისა და უნაკერო ღრუ პროფილების მთავარი სარეალიზაციო მიმართულებები იტალია და აშშ-ია. ექსპორტის გაზრდილი შემოსავლებიც სწორედ ამ ბაზრებზე გადაზიდვების მატებით არის განპირობებული.
ამ პროდუქტის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- იტალია - $10.1 მლნ, 10 800 ტონა;
- აშშ - $7.9 მლნ, 7 248 ტონა;
- უკრაინა - $662 ათასი, 687 ტონა;
- ნიდერლანდები - $572 ათასი, 588 ტონა;
- ესპანეთი - $333 ათასი, 322 ტონა;
- აზერბაიჯანი - $205 ათასი, 268 ტონა;
- რუმინეთი - $134 ათასი, 129 ტონა;
- თურქეთი - $77 ათასი, 82 ტონა;
- ბულგარეთი - $17 ათასი, 15 ტონა;
- ყაზახეთი - $5 ათასი, 500 კგ.




























