მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია AstraZeneca-ს ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტს „ბლოკავს“

604244195642a
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.21 21:40
1025
იტალიამ AstraZeneca-ს ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი „დაბლოკა“. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

იტალიის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიაში წარმოებულ AstraZeneca-ს 250,000 დოზა ვაქცინას ეხება. იტალიის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება, იმიტომ მიიღო რომ AstraZeneca-მ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ვერ დააკმაყოფილა.

გამოცემა წერს, რომ იტალიის მთავრობის განცხადებით, ავსტრალია არ არის ვირუსისადმი ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა, ხოლო ევროკავშირსა და იტალიაში მუდმივად არის ვაქცინის დეფიციტი.

AstraZeneca-მ ევროკავშირისთვის ვაქცინის დაპირებული მოცულობის მხოლოდ 40%-ის მიწოდება შეძლო, რაც წარმოების დროს პრობლემების შექმნით ახსნა.

ცნობისთვის, იანვარში იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს და Pfizer-ის მიერ ვაქცინის მიწოდების დაგვიანება იყო “მიუღებელი” და ფარმაცევტული კომპანიები დადებული კონტრაქტების დარღვევაში დაადანაშაულა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები