მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Woodside-ი და Santos-ი, შესაძლოა, შეერწყან - ავსტრალია $52-მილიარდიანი გარიგების წინაშე დგას

Woodside Santos

ორი ავსტრალიური ენერგეტიკული გიგანტი, Woodside-ი და Santos-ი შერწყმას განიხილავენ, რითაც, ავსტრალიაში, შესაძლოა $52-მილიარდიანი კონგლომერატი გაჩნდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აიხსნება, როგორც შესაძლებლობებით, ასევე კომპანიების წინაშე არსებული საერთო გამოწვევებით, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

Woodside-ის შემთხვევაში, პრობლემა ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოს უკავშირდება, რომელმაც კომპანიას დაავალა სკარბოროუს გაზის $12-მილიარდიანი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სეისმური აფეთქებების სამუშაოებისთვის ახალი ლიცენზია აიღოს, რადგან კომპანია ადგილობრივ მცხოვრებთან დავაში დამარცხდა. მსგავსი პრობლემა Santos-საც აქვს, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებები $3.6-მილიარდიანი პროექტის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ.

აღსანიშნავია, რომ Woodside-ი და Santos-ი, ძირითადად, გათხევადებული ბუნებრივი აირის ბაზარზე ოპერირებენ და თუ შერწმა მართლაც მოხდა, ახალი კომპანია კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს გაზის მოხმარების 26%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს. 2022 წელს, კომპანიებმა 260 მილიონი ბარელი ნავთობის ეკვივალენტი ნავთობი და გაზი აწარმოვეს, ხოლო მათი რეზერვები 5.39 მილიარდი ბარელის ეკვივალენტს უდრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები