მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია კრიპტოაქტივებზე მოგების გადასახადს მკვეთრად ზრდის

italy btc

იტალიის ხელისუფლებამ კრიპტოაქტივებზე მოგების გადასახადის მკვეთრად გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის განმარტებით, მოგების გადასახადი 26%-ის ნაცვლად 42% გახდება, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

მოგების გადასახადის ასეთი დრამატული ზრდა იმას ნიშნავს, რომ იტალიაში ბიტკოინსა თუ სხვა კრიპტოაქტივებში ინვესტირება მიმზიდველი აღარ იქნება, რადგან გენერირებული სარგებლის თითქმის ნახევარს სახელმწიფო მიიღებს და არც უშუალოდ ინვესტორი.

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება იმ მოქალაქეებსა და კომპანიებზე, რომლებიც აქტიურ ტრეიდინგში და მაინინგში არიან ჩართულნი. მართალია, მთავრობაში ელიან, რომ ეს ცვლილება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს, მაგრამ, სავარაუდოდ, გადასახადის გაზრდა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და მსხვილი ინვესტორებისა თუ კომპანიების რელოკაციას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები