მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალია საგანგებო მდგომარეობას 2021 წლის იანვრის ბოლომდე გაახანგრძლივებს

5f75e3b2c1ed6
ნათია თაქთაქიშვილი
01.10.20 20:23
1762
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მომავალი წლის იანვრის ბოლომდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

მისივე თქმით, კორონავირუსი „მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს“, თუნდაც „მისი გავრცელება კონტროლს ექვემდებარებოდეს“.

პრემიერ-მინისტრი შესაბამისი ინიციატივით ქვეყნის პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ოქტომბრის შუა რიცხვებში იწურება.

აღსანიშნავია, რომ იტალია ევროპაში პენდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა და მისი დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 314 861 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 227 704, ხოლო გარდაცვლილია 35 894 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები